აჭარაში კორონავირუსზე 2 700-მდე ტესტის პასუხს ელოდებიან
აჭარაში კორონავირუსზე 2 700-მდე ტესტის პასუხს ელოდებიან

აჭარაში ხვალისთვის კორონავირუსზე 2 700-მდე ტესტის პასუხს ელოდებიან. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, რუსუდან შავიშვილმა განუცხადა.

მისი შეფასებით, რეგიონში ვითარება საყურადღებოა.

„დღეს კვლევაში ჩაშვებულია 2 700-მდე ტესტი, რომელიც არის აღებული სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის ხუთ პოლიკლინიკაში, ბულვარში. ამ კვლევაში შევიდა იუსტიციის სახლისა და ხოფის ბაზრობის თანამშრომლების ტესტირებაც და ხვალ დილით ველოდებით შედეგებს.

აჭარაში ვითარება საყურადღებოა, რადგან ტენდენცია არის ფაქტობრივად ორნიშნა ციფრებზე, უკვე ორ ათეულში ვართ. მომატებულია რისკები და შექმნილი ეპიდსიტუაციის გამო ხდება არსებული რეგულაციების გამკაცრება, რაც არის აუცილებელი. ასევე დაკავშირებულია ტესტირების გაფართოებასთან, აუცილებლად უნდა გავზარდოთ სხვადასხვა ლოკაციები, სადაც მოქალაქეებს ექნებათ საშუალება, მივიდნენ და ჩაიტარონ ტესტირება. ამიტომ, დიდი თავშეყრის ადგილებზე შეზღუდვა, მკაცრი მინიტორინგი, სწავლის დისტანციურ რეჟიმში გადაყვანა 15 სექტემბრიდან პირველ ოქტომბრამდე – ეს ყველაფერი უსაფრთხოების ზომების მიღებასთან არის დაკავშირებული“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, რუსუდან შავიშვილმა.