აჭარაში კორონავირუსისგან ბოლო 24 საათში 271 პაციენტი გამოჯანმრთელდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში კორონავირუსისგან ბოლო 24 საათში 271 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამასთან, აჭარაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 125 შემთხვევა გამოვლინდა.

მათივე ცნობით, კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება 28 პაციენტი.

კლინიკებში მკურნალობას გადის 459 ადამიანი, კოვიდსასტუმროში 419, ონლაინკლინიკაში 1 302 ადამიანი.

დღეს კლინიკა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა 53-მა ადამიანმა დატოვა.