აჭარაში კორონავირუსისგან 34 პაციენტი გამოჯანმრთელდა
აჭარაში კორონავირუსისგან 34 პაციენტი გამოჯანმრთელდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 39 პაციენტი, ინფიცირების 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

სამინისტროს მონაცემებით, კრიტიკულ მდგომარეობაშია ექვსი პაციენტი.

ჯამში, რეგიონის კლინიკებში მკურნალობას გადის 174 პაციენტი, კოვიდსასტუმროში 114, ონლაინკლინიკაში 193.

აჭარაში დღემდე გამოჯანმრთელებულია 34 825 პაციენტი.