აჭარაში კორონავირუსის უფასო „პისიარ“ ტესტირება კიდევ ორ ადგილზე - ავტოსადგურისა და ე.წ. ხოფის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე იქნება შესაძლებელი
აჭარაში კორონავირუსის უფასო „პისიარ“ ტესტირება კიდევ ორ ადგილზე - ავტოსადგურისა და ე.წ. ხოფის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე იქნება შესაძლებელი

აჭარაში კორონავირუსის უფასო „პისიარ“ ტესტირების ლოკაცია გაფართოვდა. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, არსებულ ათ ადგილს, ორი – ე.წ. ხოფის ბაზრობისა და ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორია დაემატა.

მოქალაქეებს კვლევის ჩატარება სპეციალურ კარვებში შეუძლიათ. აღნიშნულ კარვებთან ერთად კორონავირუსზე უფასო ტესტირების ჩატარება ბათუმის ხუთ პოლიკლინიკაშია შესაძლებელი.

მოქალაქეებს ნიმუშის აღება 10:00 დან 17:00 საათამდე შეუძლიათ შემდეგ დაწესებულებებში: N1 პოლიკლინიკა; N4 პოლიკლინიკა; საოჯახო მედიცინის ცენტრი, თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრი; „ევექსის“ ბათუმის ამბულატორია.

„ასევე, დღეიდან ტესტირება ბულვარის ტერიტორიაზე სამ ლოკაციაზე იქნება შესაძლებელი. ახალი კარავი განთავსდა ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე. კარვებში ტესტირება შესაძლებელია 11:00-დან 23:00 საათამდე.

უფასო ტესტირების ჩატარება შესაძლებელია დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოს შენობაში. ტესტირებისთვის ქობულეთში კარავი ლოკალიზებულია გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.