აჭარაში კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 20 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 20 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. განკურნებულთა საერთო რაოდენობა კი 35 626-ს შეადგენს.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკა დატოვა 11-მა პაციენტმა.
ამასთან, უწყების ცნობით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან ოთხის მდგომარეობა კრიტიკულია.
ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების თანახად, კლინიკაში მკურნალობს 125 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 36, ონლაინკლინიკაში კი 98.
აჭარაში კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 20 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა