აჭარაში კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 20 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

11:09, 02.03.2021

აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 20 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. განკურნებულთა საერთო რაოდენობა კი 35 626-ს შეადგენს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკა დატოვა 11-მა პაციენტმა.

ამასთან, უწყების ცნობით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან ოთხის მდგომარეობა კრიტიკულია.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების თანახად, კლინიკაში მკურნალობს 125 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 36, ონლაინკლინიკაში კი 98.

აჭარაში კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 20 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

მსგავსი