აჭარაში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 92 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
აჭარაში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 92 პაციენტი გამოჯანმრთელდა. განკურნებულთა საერთო რაოდენობა კი 40 843-ს შეადგენს.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკა დატოვა 28 პაციენტმა. მათივე ცნობით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან 16-ის მდგომარეობა კრიტიკულია.
უწყების მონაცემების თანახმად, კლინიკაში მკურნალობს 346 პაციენტი, კოვიდსასტუმროში 282, ონლაინკლინიკაში კი 515.