აჭარაში კორონავირუსის 416 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ორი პაციენტი
აჭარაში კორონავირუსის 416 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ორი პაციენტი

აჭარაში კორონავირუსის 416 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 355 პირი, ორი პაციენტი კი, გარდაიცვალა.

გარდაცვლილები 80 და 65 წლის მოქალაქეები არიან. ორივე მათგანს გულის მძიმე თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა.

ამასთან, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრის მონაცემებით, აჭარის კოვიკლინიკებში მკურნალობას გადის 474 პაციენტი, მათგან 16 არასრულწლოვანი და 20 ორსულია. ასევე, რეანიმაციაში იმყოფება 24 პაციენტი.

რაც შეეხება კოვიდსასტუმროებს, იქ მოთავსებულია 861 მოქალაქე, მათგან 82 არასრულწლოვანია.

ასევე, აჭარაში ბინაზე მკურნალობას გადის 1000-ზე მეტი მოქალაქე, რომლებიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრის ინფორმაციით, აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მართვაში ჩართულია ცხრა სამედიცინო დაწესებულება (კოვიდკლინიკა, ცხელების ცენტრი). რეგიონში მობილიზებულია 600-ზე მეტი საწოლი. კოვიდდადებითი პაციენტებისთვის გამოყოფილია შვიდი საკარანტინო სივრცე.