აჭარაში კორონავირუსის 348 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 209 პაციენტი
აჭარაში კორონავირუსის 348 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 209 პაციენტი

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში 209 კოვიდდადებითი პაციენტი გამოჯანმრთელდა, დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 348 ახალი შემთხვევა, სამი პაციენტი კი, გარდაიცვალა.

ჯამში, აჭარაში მკურნალობას გადის 470 პაციენტი, მათგან 19 არასრულწლოვანი და 20 ორსულია

„აჭარაში ბინაზე 1000-ზე მეტი პირი იმყოფება, რომლებიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან. კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მართვაში ჩართულია ცხრა სამედიცინო დაწესებულება (კოვიდკლინიკა, ცხელების ცენტრი). რეგიონში მობილიზებულია 600-ზე მეტი საწოლი. კოვიდდადებითი პაციენტებისთვის გამოყოფილია შვიდი საკარანტინო სივრცე. აჭარაში ვითარება რთული, მაგრამ კონტროლირებადია“, – აცხადებენ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.