აჭარაში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 15 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 15 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. განკურნებულთა საერთო რაოდენობა კი 36 031-ს შეადგენს.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკა დატოვა სამმა პაციენტმა. მათივე ცნობით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების თანახმად, კლინიკაში მკურნალობს 159 პაციენტი, კოვიდსასტუმროში 44, ონლაინკლინიკაში კი 156.