აჭარაში კორონავირუსის 114 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 139 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 114 შემთხვევა გამოვლინდა, 139 პაციენტი გამოჯანმრთელდა. განკურნებულთა საერთო რაოდენობა კი 40 632-ს შეადგენს
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკა დატოვა 36-მა პაციენტმა. მათივე ცნობით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან 14-ის მდგომარეობა კრიტიკულია.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების თანახმად, კლინიკაში მკურნალობს 411 პაციენტი, კოვიდსასტუმროში 280, ონლაინკლინიკაში კი 531.