აჭარაში გამოკვლეულ კიდევ 319 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
აჭარაში გამოკვლეულ კიდევ 319 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ბათუმის ლაბორატორიებში გასულ ღამეს კორონავირუსზე 319 პირი გამოიკვლიეს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყველა ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია.

ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 35 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

აჭარაში კორონავირუსზე „პისიარ“ ტესტი სულ ჩაუტარდა 24 315 პირს. კარანტინში იმყოფება 2179 მოქალაქე.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში რჩება ხუთი კოვიდინფიცირებული. მათი მდგომარეობა სტაბილურია.