აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 94 პაციენტი გამოჯანმრთელდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 94 პაციენტი გამოჯანმრთელდა და გამოვლინდა კორონავირუსის 64 ახალი შემთხვევა. მათივე ცნობით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღე-ღამის განმავლობაში ერთი პაციენტი გარდაიცვალა.

„კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება 21 პაციენტი. კლინიკაში მკურნალობს 371 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში 262, ონლაინ კლინიკაში – 895. დღემდე რეგიონში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 31 961 პაციენტი“,- აღნიშნულია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.