აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 72 პაციენტი გამოჯანმრთელდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 72 პაციენტი გამოჯანმრთელდა და გამოვლინდა კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა.

მათივე ინფორმაციით, კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება 24 პაციენტი.

ამასთან, კლინიკაში მკურნალობს 372 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში 278, ონლაინ კლინიკაში – 942.

დღემდე რეგიონში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 31 745 პაციენტი.