აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 124 პაციენტი გამოჯანმრთელდა
აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 124 პაციენტი გამოჯანმრთელდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 124 პაციენტი გამოჯანმრთელდა და გამოვლინდა კორონავირუსის 37 ახალი შემთხვევა. მათივე ცნობით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღე-ღამის განმავლობაში ორი პაციენტი გარდაიცვალა.

„კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება 22 პაციენტი. კლინიკაში მკურნალობს 361 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში 266, ონლაინ კლინიკაში – 876.

დღემდე რეგიონში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 31 869 პაციენტი“,- აღნიშნულია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.