აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 94 შემთხვევა დაფიქსირდა, 132 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 94 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 132 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
მათივე ცნობით, კორონავირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 33 053-ს შეადგენს.
უწყების მონაცემების თანახმად, კლინიკა დატოვა 45-მა პაციენტმა. მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან კი რვის მდგომარეობა კრიტიკულია.
ამასთან, უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე კლინიკაში მკურნალობს 352 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 314, ხოლო ონლაინკლინიკაში – 636.