აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 94 შემთხვევა დაფიქსირდა, 132 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

11:25, 13.01.2021

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 94 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 132 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

მათივე ცნობით, კორონავირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 33 053-ს შეადგენს.

უწყების მონაცემების თანახმად, კლინიკა დატოვა 45-მა პაციენტმა. მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან კი რვის მდგომარეობა კრიტიკულია.

ამასთან, უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე კლინიკაში მკურნალობს 352 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 314, ხოლო ონლაინკლინიკაში – 636.

 

მსგავსი