აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 104 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 24-მა გამოჯანმრთელებულმა კლინიკა უკვე დატოვა.

რეგიონში 11 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

აჭარის კლინიკებში 428 პაციენტი მკურნალობს, კოვიდსასტუმროში – 270, ონლაინკლინიკაში – 546.

რეგიონში სულ 10 154 ადამიანი აიცრა, მათგან „ფაიზერით“ – 3 354, „ასტრაზენეკათი“ – 2 953, „სინოფარმით“ – 3 847.