აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 115 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 216 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 115 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 216 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. უწყების ცნობით, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 31 178-ს შეადგენს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან 28-ის მდგომარეობა კრიტიკულია. სულ კლინიკაში მკურნალობს 432 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 384, ხოლო ონლაინკლინიკაში – 1 198 ინფიცირებული.