აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ათი შემთხვევა გამოვლინდა
აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ათი შემთხვევა გამოვლინდა

აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ათი შემთხვევა გამოვლინდა, 17 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, განკურნებულთა საერთო რაოდენობა 35 843-ს შეადგენს.

მათივე ცნობით, კლინიკა დატოვა ექვსმა პაციენტმა. მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან კი, ორის მდგომარეობა კრიტიკულია.

ამასთან, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების თანახმად, კლინიკაში მკურნალობს 96 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 25, ონლაინ კლინიკაში – 53.