აჭარაში გასულ ღამეს 196 პირი გამოიკვლიეს, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, რესპირატორული სიმპტომებით „ცხელების კლინიკებს“ ბათუმში 18-მა პირმა მიმართა. ყველა მათგანს ტესტი ჩაუტარდა, პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
აჭარაში კორონავირუსზე „პისიარ“ ტესტი სულ 15 137 პირს ჩაუტარდა.
დღევანდელი მონაცემებით, კარანტინში იმყოფება 841 პირი. იზოლაციის სივრცე დატოვა 7 851-მა ადამიანმა.