აჭარაში 196 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

11:50, 11.06.2020

აჭარაში გასულ ღამეს 196 პირი გამოიკვლიეს, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, რესპირატორული სიმპტომებით „ცხელების კლინიკებს“ ბათუმში 18-მა პირმა მიმართა. ყველა მათგანს ტესტი ჩაუტარდა, პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

აჭარაში კორონავირუსზე „პისიარ“ ტესტი სულ 15 137 პირს ჩაუტარდა.

დღევანდელი მონაცემებით, კარანტინში იმყოფება 841 პირი. იზოლაციის სივრცე დატოვა 7 851-მა ადამიანმა.

მსგავსი