არაბეთის გაერთიანებული საემიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში მიმდინარე დიდი სლემის ტურნირის დასკვნით დღეს, ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი (90კგ) ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
ქართველმა მესამე ადგილისთვის სერბ ნემანია მაჯდოვს დაძაბულ ბრძოლაში, დამატებით დროში სძლია.
ტურნირზე დღეს, 26 ოქტომბერს, ტატამზე კიდევ ორი ქართველი გამოვიდა, მაგრამ 90კგ-ში გიორგი პაპუნაშვილი და +100კგ-ში ლევან მატიაშვილი ასპარეზობას ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.
შეგახსენებთ, რომ ტურნირზე გუშინ ლუკა მაისურაძემ (81კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.