აბრამოვიჩი ჩინელებთან ერთად კონტინენტური ლიგის შექმნას აპირებს #1TVSPORT
ფიფა-ს და უეფა-ს მიერ მოკვეთილი რუსეთი ახალ პროექტს აანონსებს – რომან აბრამოვიჩი, რომელიც „ჩელსის“ გაყიდვის შემდეგ ფეხბურთიდან წასვლას არ აპირებს, კონტინენტური საფეხბურთო ლიგის შექმნას გეგმავს, – იტყობინება Euronews-ის ჟურნალისტი საიდუ პერეირა.
შეგახსენებთ, რომ ინგლისის ხელისუფლებამ უკრაინაში რუსეთის აგრესიის გამო პუტინის გარემოცვა „შავ სიაში“ შეიყვანა, მათ შორის, რომან აბრამოვიჩიც და აიძულა, ლონდონის „ჩელსი“ დაეტოვებინა, რომელსაც 2003 წლიდან ფლობდა. UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა კონორ მაკგრეგორმა მილიარდელს თავისი ფასი უკვე შესთავაზა.
შეგახსენებთ, რომ რუსები უახლოეს დღეებში ელიან ფიფა-ს და უეფა-ს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ყველა ლეგიონერის კონტრაქტი ბათილად გამოცხადდება. ეს კი რუსული კლუბების გაკოტრებას ნიშნავს.