აბასთუმანში ობსერვატორიის რეაბილიტაცია დასრულდა [ფოტო]
აბასთუმანში ობსერვატორიის რეაბილიტაცია დასრულდა [ფოტო]

კურორტ აბასთუმანში ობსერვატორიის რეაბილიტაცია დასრულდა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ობსერვატორია დამატებით ფუნქციას შეიძენს, მასში განთავსდება ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრი, კაფე, მოეწყობა საგამოფენო, სამუშაო სივრცე და აღდგება არსებული ბიბლიოთეკა. მათივე ინფორმაციით, კეთილმოეწყო ობსერვატორიის მიმდებარე ტერიტორია.

ობსერვატორია დამთვალიერებელს სავარაუდოდ მიმდინარე წლის გაზაფხულიდან მიიღებს.

აბასთუმანში ობსერვატორია 1932 წელს აკადემიკოსმა ევგენი ხარაძემ დააარსა და ის პირველი სამთო ასტროფიზიკური დაწესებულებაა. ობსერვატორიას წელიწადში დაახლოებით 10 ათასი ტურისტი სტუმრობს.