აბასთუმანში, ფილტვის ცენტრში გახსნილ საკარანტინო ზონაში 20 პირს აკვირდებიან
აბასთუმანში, ფილტვის ცენტრში გახსნილ საკარანტინო ზონაში 20 პირს აკვირდებიან.
როგორც აბასთუმნის ფილტვის ცენტრის დირექტორმა, რეზო ჟღენტმა განაცხადა, ისინი იტალიიდან სპეცრეისით არ ჩამოფრენილან.
„ისინი საქართველოში იტალიიდან პრაღის გავლით ჩამოვიდნენ და აბასთუმანში ქუთაისის აეროპორტიდან ჩამოიყვანეს. მათგან ოთხი საქართველოს მოქალაქეა, ერთი კი რუსეთის“, – განაცხადა რეზო ჟღენტმა.
მისივე ინფორმაციით, აბასთუმნის ფილტვის ცენტრი დღეს ხუთმა პაციენტმაც დატოვა, ისინი აბასთუმანში ორკვირიან კარანტის გადიოდნენ.