აბაშაში მამაკაცის მკვლელობის საქმეზე ორი პირი დააკავეს
აბაშაში მამაკაცის მკვლელობის საქმეზე ორი პირი დააკავეს

აბაშაში მამაკაცის მკვლელობის საქმე გახსნილია – შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოების შედეგად 31 დეკემბერს აბაშის რაიონის სოფელ კეთილარში დაკარგული ი.კ.- ს მკვლელობის საქმეზე ორი პირი დააკავეს.

პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, ორივე დაკავებული აბაშის მკვიდრია.

არსებული ინფორმაციით, ბრალდებულებმა ი.კ. ჯერ მოკლეს, შემდეგ კი გარდაცვლილის ცხედარი მდინარე რიონში გადააგდეს. დაკავებულებმა დანაშაული უკვე აღიარეს.

შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მოკლულის ცხედარი ჯერ არ უპოვიათ.