90 წლის ველომრბოლმა კარლ გროუვმა დოპინგ-ტესტი ჩააგდო და გაფრთხილება მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების ანტისადოპინგო სააგენტოსგან.
როგორც „ინსაიდ ზე გეიმს“ (Inside the Games) იტყობინება, სპორტსმენის ორგანიზმში ანაბოლური სტეროიდები 2018 წლის 11 ივლისს აღმოაჩინეს, მას შემდეგ, რაც თავის ასაკობრივ კატეგორიაში ეროვნულ ჩემპიონატზე მსოფლიოს რეკორდი დაამყარა.
დოპინგ-სინჯის ჩაგდების შემდეგ, გროუვს აღნიშნული რეკორდი გაუუქმეს.