90 წლის ასაკში ცნობილი მსახიობი შონ კონერი გარდაიცვალა. ინფორმაციას „ბიბისი“ მსახიობის ოჯახზე დაყრდნობით ავრცელებს.
ოჯახის ცნობით, შონ კონერი ბაჰამის კუნძულებზე ყოფნის დროს გარდაიცვალა.
განსაკუთრებული პოპულარობა შოტლანდიელ მსახიობს ჯეიმს ბონდის როლმა მოუტანა. სამსახიობო კარიერაში, რომელიც არაერთ ათეულ წელს ითვლის, შონ კონერის მიღებული აქვს „ოსკარი“, „ბაფტას“ ორი ჯილდო და ორი „ოქროს გლობუსი“.
2000 წელს გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა ელისაბედ მეორემ შონ კონერი რაინდად აკურთხა.