ბათუმში დაღუპულთა ოჯახებს ლევან იზორიამ მიუსამძიმრა
ბათუმში დაღუპულთა ოჯახებს ლევან იზორიამ მიუსამძიმრა

სასტუმრო „ლეოგრანდში“ დაღუპულთა ოჯახებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მიუსამძიმრა.

ლევან იზორია ბათუმის საკათედრო ტაძარში პანაშვიდზე იმყოფებოდა.

მინისტრის განცხადებით, გამოძიების სწრაფად დასრულება ხელისუფლების ინტერესშია.

„მტკივნეული დღეა, მინდა მივუსამძიმრო ყველა გარდაცვლილის ახლობელს. მიმდინარეობს გამოძიება და ჩვენი ყველას ინტერესია, რაც შეიძლება მალე დასრულდეს პროცესი, გაეცეს პასუხი ყველა კითხვას“, – განაცხადა ლევან იზორიამ.