7 იანვარს ნატო-ს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები ვირტუალურ შეხვედრას გამართავენ
7 იანვარს ნატო-ს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები ვირტუალურ შეხვედრას გამართავენ

7 იანვარს ნატო-ს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები ვირტუალურ შეხვედრას გამართავენ. ვირტუალურ შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის შეიარაღებული ძალების ზრდას და ევროპის უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ.

შეხვედრას ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს.

ცოტა ხნით ადრე ნატო-ში განაცხადეს, რომ რუსეთის მიერ წარდგენილ უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით დიალოგი 12 იანვარს ნატო-რუსეთის საბჭოს ფორმატში გაიმართება.