6 ნოემბრიდან „მოამბე“ ახალი დროითა და ფორმატით გავა ეთერში
6 ნოემბრიდან „მოამბე“ ახალი დროითა და ფორმატით გავა ეთერში

პირველი არხის საინფორმაციო გამოშვება „მოამბე“ 6 ნოემბრიდან ახალი დროითა და ფორმატით გავა ეთერში.

„მოამბის“ ნახვა მაყურებელს პირდაპირ ეთერში ყოველდღე, დღეში ხუთჯერ – 09:00, 12:00, 15:00, 18:00-სა და 21:00 საათზე შეუძლია.

„მოამბის“ გუნდი 15 და 30-წუთიან გამოშვებებში შემოგთავაზებთ სტანდარტის შესაბამისად გადამოწმებულ, სანდო და მრავალფეროვან ინფორმაციას.

საღამოს მთავარი გამოშვება „მოამბე 21:00 საათზე“ საღამოს საინფორმაციო ტელეჟურნალია, სადაც მიმდინარე ახალ ამბებთან ერთად, რამდენიმე მნიშვნელოვან, აქტუალურ, კარგად დამუშავებულ და ყველა შესაძლო კონტექსტიდან დანახულ რეპორტაჟს შემოგთავაზებთ.