„მოამბის“ საახალწლო გამოშვება - ერთად შევაჯამოთ 2022 წელი

წლის ყველა მნიშვნელოვანი პოლიტიკური, სოციალური, კულტურული და სპორტული მოვლენა – 2022 წლის ბოლო „მოამბე“ საქართველოს პირველი არხის ეთერში 19:30 საათზე დაიწყება.

პირდაპირ ეთერში ნახავთ, როგორ ემზადებიან საახალწლო კონცერტისთვის რიყეზე და გაიგებთ მეტ დეტალს შოუპროგრამის შესახებ.

შევაჯამებთ ქართული პოლიტიკის კიდევ ერთ წელს და მოგიყვებით საქართველოს როლზე საერთაშორისო პოლიტიკურ ველზე. ასევე გაიგებთ, როგორი იქნება ახალი, 2023 წელი პირველ არხთან ერთად. გამოშვების ბოლოს კი ნახავთ ყველასთვის საყვარელ კურიოზებს – იმას, რაც მთელი წლის განმავლობაში თქვენთვის, მაყურებლებისთვის შეგროვდა.