გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 იანვრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი.
დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +16, +21 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +8, +13 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ახალი წლის ღამით ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +5, +10, მთაში -3, +2, მაღალმთაში -7 ,-2, აღმოსავლეთ საქაართველოს ბარში -5, 0, მთაში -8, -3, მაღალმთაში -10, -5 გრადუსია მოსალოდნელი. თბილისშიც უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ახალი წლის ღამით -1, +1, ხოლო 1-2 იანვარს დღის საათებში +11, +13 გრადუსია მოსალოდნელი.