58 წლის ქალს, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა, გულთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა
58 წლის ქალს, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა, გულთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა

58 წლის ქალს, რომელიც კორონავირუსით დღეს გამთენიისას გარდაიცვალა, გულთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, – ამის შესახებ წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფოს მენეჯერმა, ზაზა ლურსმანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, ქალი კლინიკაში 25 სექტემბერს ცხელების ცენტრიდან შეიყვანეს, რომელსაც აღენიშნებოდა პმევმონია, გულისა და სუნთქვის უკმარისობა.

ლურსმანაშვილის განცხადებით, პაციენტს ორი წლის წინ გულზე ოპერაცია ჰქონდა გადატანილი, განუვითარდა არაერთი პრობლემა, რომელთა გართულება კორონავირუსმა გამოიწვია და პაციენტი გამთენიისას გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, საქართველოში დღეს კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 148 პაციენტი, გარდაიცვალა სამი ადამიანი.