5 აგვისტოს 14:00 საათიდან 6 აგვისტოს 07:00 საათამდე ვაკის რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება
5 აგვისტოს 14:00 საათიდან 6 აგვისტოს 07:00 საათამდე ვაკის რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, 5 აგვისტოს 14:00 საათიდან 6 აგვისტოს 07:00 საათამდე ვაკის რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება.

კომპანიის განმარტებით, ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო პროექტი ჭავჭავაძის გამზირის დასაწყისიდან პიქსელის შენობამდე დასრულების ეტაპზეა და კომპანია „ჯივიპი“ განახლებული ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის სამუშაოებს ეტაპობრივად ახორციელებს, რასაც გარკვეულ უბნებზე წყალმომარაგების დროებით შეზღუდვა მოყვება.

„ორშაბათს, 5 აგვისტოს ჭავჭავაძის გამზირზე მაგისტრალურ ქსელზე მესამე გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს. სამუშაოების ჩასატარებლად აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ორშაბათს, 5 აგვისტოს 14:00 საათიდან 6 აგვისტოს დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ვაკე-საბურთალოს რაიონში: ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს; ბარნოვის, აბაშიძის, კეკელიძის, ფალიაშვილის და მიმდებარე ქუჩების ნაწილს; არაყიშვილის, შატბერაშვილის და მიმდებარე ქუჩებს;

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, „ფეისბუქისა“ და ვებგვერდის მეშვეობით“, – აცხადებენ კომპანიაში.