თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელი- ერაყის ჩრდილოეთში თურქეთის დროშა იფრიალებს
ერაყის ჩრდილოეთში თურქეთის დროშა იფრიალებს – ამის შესახებ განცხადება თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა გააკეთა. ჰულუსი აკარის თქმით, ერაყის ჩრდილოეთი ტერორისტული ჯგუფებისგან სრულად გაიწმინდება.
აკარიმ ასევე განაცხადა, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი პრიორიტეტი „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ ბრძოლაა.
ერაყში სამხედრო ოპერაციის დაწყებაზე ისაუბრა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმაც. სულეიმან სოილუს განცხადებით, ქანდილის მთებში ოპერაციის დაწყება დროის საკითხია.
ქანდილის მთები, რომელიც ერაყ-ირანის საზღვარზე მდებარეობს, „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ მთავარი დასაყრდენია.
თურქეთი „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ ტერორისტულ დაჯგუფებად მიიჩნევს. დაპირისპირებულ მხარეებს შორის ბრძოლები 2015 წელს განახლდა.