4 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში კი თოვლია მოსალოდნელი
4 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში კი თოვლია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი.

მათივე ცნობით, მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელია თოვლი.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე (განსაკუთრებით გურია-აჭარის რეგიონში) წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.