ევროვიზია 2018-ის ქართველი კონკურსანტების პრომოტური ისრაელში გრძელდება
ევროვიზია 2018-ის ქართველი კონკურსანტების პრომოტური ისრაელში გრძელდება.
ეთნო ჯაზ ბენდ „ირიაოს“ მონაწილეები თელ-ავივში ჟურნალისტებს შეხვდნენ და რამდენიმე საათის განმავლობაში მათთან საკონკურსო სიმღერისა და ევროკონკუსრისთვის მზადების შესახებ ისაუბრეს.
ქართველმა მუსიკოსებმა „ვივი ბლოგის“ ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხეს.
დღეს „ირიაოს“ წევრები 23 მონაწილე ქვეყნის კონკურსანტებთან ერთად დადეგმილ კონცერტზე პირველად შეასრულებენ საკონკურსო სიმღერას „შენი გულისთვის“. პრომოტური ხვალ დასრულდება.
გუშინ, ევროვიზია 2018-ის ფეისბუქ გვერდზე ჩატარებულ გამოკითხვაში საქართველომ ყველაზე მეტი ხმა მოაგროვა და პირველ ადგილზეა. ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობა კონკურსის მონაწილე ქვეყნების გულშემატკივრებს შეეძლოთ.
საქართველოს ეთნო ჯაზ ბენდი „ირიაო“ ევროვიზიის მეორე ნახევარფინალურ ტურში 10 მაისს წარადგენს, სიმღერით „შენი გულისთვის“.
კონკურსი წელს პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში ტარდება და მასში მონაწილეობას 43 ქვეყანა მიიღებს.