31 დეკემბერსა და პირველ იანვარს 112-ში პიროტექნიკასთან დაკავშირებულ შემთხვევებზე 124 ზარი შევიდა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში ახალი წლის ღამეს და პირველი იანვრის დღის საათებში პიროტექნიკასთან დაკავშირებით სულ 124 ზარი შევიდა.
როგორც საქართველოს პირველ არხს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის პრესსამსახურში განუცხადეს, 31 დეკემბერს, ღამით ცენტრში მთელი საქართველოს მასშტაბით 51 შეტყობინება შევიდა, პირველ იანვარს, 14:00 საათამდე კი კიდევ 73 შეტყობინება.
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრში განმარტავენ, რომ აღნიშნული შეტყობინებები ეხებოდა როგორც პიროტექნიკით დაშავებულებს, ასევე პიროტექნიკის გამოყენების შედეგად გამოწვეულ სხვადასხვა ინციდენტს.