30 წლის ქალი, რომელსაც ყოფილმა მეუღლემ თავის არეში დაზიანებები მიაყენა, ხაშურის რეფერალურ ჰოსპიტალში მართვით სუნთქვაზე იმყოფება
30 წლის ქალი, რომელსაც ყოფილმა მეუღლემ თავის არეში დაზიანებები მიაყენა, ხაშურის რეფერალურ ჰოსპიტალში მართვით სუნთქვაზე იმყოფება

ახალგაზ​რდა ქალი, რომელსაც ყოფილმა მეუღლემ თავის არეში დაზიანებები მიაყენა, ხაშურის რეფერალურ ჰოსპიტალში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

მედიკოსების შეფასებით, 30 წლის ნ. გ.-ის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და ის ხაშურის საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზეა.

ხაშურის რეფერალური ჰოსპიტალის ექიმის თეა კორკოტაძის განცხადებით, ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა კრიტიკულია.

ამასთან, ექიმი არ ადასტურებს თავდაპირველად გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ახალგაზრდა ქალი ცეცხლსასროლი იარაღით იყო დაჭრილი.

წინასწარი ინფორმაციით, ქალს თავის არეში დაზიანებები, სავარაუდოდ, ხის საგნით აქვს მიყენებული. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია ხელყუმბარაც.

შემთხვევა ხაშურში, თამარ მეფის ქუჩაზე მოხდა. ოჯახის წევრები დეტალებზე არ საუბრობენ.