30-31 მარტს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა, მცირე ნალექი აღინიშნოს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30-31 მარტს დასვლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა +15, +20, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +9, +14 გრადუსი იქნება.
პირველ აპრილს, დღის ბოლოდან 4 აპრილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ღამის საათებში მაღალმთაში თოვლი, დროგამოშვებით იქროლებს ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში პირველ აპრილს +17, +22 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო 2-3 აპრილს +10, +15 გრადუსამდე დაიკლებს. აღმოსავლეთ საქართველოში +14, +19 გრადუსამდე დათბება.
თბილისში მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 30 – 31 მარტს +10, +12, ხოლო 1-3 აპრილს +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება. 2-3 აპრილს დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.