29 ივნისიდან ქართული ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსი“ (MyWay Airlines) თბილისი-მაჰაჩყალას მიმართულებით ფრენებს იწყებს.
ავიაკომპანიის ცნობით, ჩარტერული ავიარეისები სექტემბრის ბოლომდე, კვირაში ერთი სიხშირით, ყოველ შაბათს განხორციელდება.
ფრენის ხანგრძლივობა 45 წუთს შეადგენს, ბილეთის ღირებულება კი 119 დოლარიდან დაიწყება (ერთი გზა).
„მაივეი ეარლაინსი“ ამ დროისთვის თელ-ავივისა და ჟუკოვსკის მიმართულებით ასრულებს ფრენებს. ზაფხულში დამატებითი ჩარტერული ავიარეისების დანიშვნაც იგეგმება.