27 აპრილს ვენიდან საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში გამოემგზავრებიან
27 აპრილს ვენიდან საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში გამოემგზავრებიან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 27 აპრილს, ვენა-თბილისის მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად რეისს შეასრულებს ავიაკომპანია „Myway”.

„მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა,რომ კომპანია „Myway” გეგმურ-ტექნიკურ გადაფრენას ახორციელებდა ქ. პრაღაში. კომპანიამ გამოთქვა კეთილი ნება, მონაწილეობა მიიღოს უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეების სამშობლოში დაბრუნების პროცესში და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით კომპანია ქ. პრაღიდან უკანა ფრენას განახორციელებს ქ. ვენის გავლით და სამშობლოში დააბრუნებს ავსტრიაში მყოფ და ასევე ქ. ვენაში ტრანზიტულად მყოფ საქართველოს მოქალაქეებს. ბილეთების რეალიზაცია დაიწყება რეისამდე ორი დღით ადრე, ავიაკომპანია „Myway” ვებგვერდზე“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

მათივე ცნობით, უშუალოდ ქალაქ პრაღაში 2 მაისს შესრულდება საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვული რეისი კომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ მიერ, რომელიც სამშობლოში ჩამოიყვანს პრაღაში მყოფ თანამემამულეებს.

„საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, უკვე შესრულდა რეისები ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან, მათ შორის ვარშავადან, ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ათენიდან, აშშ-დან, ლარნაკადან, ამსტერდამიდან, პეკინიდან, რომიდან, პარიზიდან, თელ-ავივიდან და ა.შ., რომლებითაც სამშობლოში დაბრუნდნენ როგორც ამ ქალაქებში მყოფი თანამემამულეები, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მყოფი ქართველები“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.