26 თებერვლის შემდეგ პირველად, საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა
26 თებერვლის შემდეგ პირველად, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.
ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, 20-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და ამ დროისთვის საერთო რიცხვი 724-ს შეადგენს.
ქვეყნის მასშტაბით, ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა კი 879-ია.
„გუშინ იყო 879, ახალი შემთხვევა არ გვყავს, კვლავ გვრჩება 879 დადასტურებული შემთხვევა ქვეყანაში. გამოჯანმრთელებულების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა, გუშინდელის შემდეგ 20 გამოჯანმრთელებული გვყავს, 704 იყო და ახლა 724-ს შეადგენს“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ამ ეტაპზე კოვიდ-ცენტრებში 141 პაციენტი მკურნალობს.