საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
მთელი დღის განმავლობაში როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში, გასართობი, კულტურულ-შემეცნებითი და სხვადასხვა სახის აქტივობები დაიგეგმა, მოეწყო გამოფენა-გაყიდვები, საბავშვო სივრცეები. ამასთან, რეგიონებში სამხედრო ტექნიკა გამოიფინა.
რუსთაველის გამზირზე სამინისტროების პავილიონებია განთავსებული. მაგალითად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა დანაყოფის ტექნიკა, შეიარაღება და აღჭურვილობა გამოფინა.