26 მაისის სადღესასწაულო განწყობა [ფოტოამბავი]

18:13, 26.05.2018

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განსაკუთრებულად აღნიშნავენ.

მთელი დღის განმავლობაში როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში, გასართობი, კულტურულ-შემეცნებითი და სხვადასხვა სახის აქტივობები დაიგეგმა, მოეწყო გამოფენა-გაყიდვები, საბავშვო სივრცეები. ამასთან, რეგიონებში სამხედრო ტექნიკა გამოიფინა.

რუსთაველის გამზირზე სამინისტროების პავილიონებია განთავსებული. მაგალითად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა დანაყოფის ტექნიკა, შეიარაღება და აღჭურვილობა გამოფინა.

საზეიმო ღონისძიებები დღეს საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება.

                       

 

მსგავსი