26 იანვარს, ღამის საათებში ქალაქ ხაშურთან გზაზე შეზღუდვები დაწესდება
26 იანვარს, ღამის საათებში ქალაქ ხაშურთან გზაზე შეზღუდვები დაწესდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 26 იანვრის 00:00სთ-დან 05:00სთ-მდე, სს „საქართველოს რკინიგზა“ საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ131 მონაკვეთზე, ლიხი-ხაშურის დაზიანებული სარკინიგზო ხიდის შეკეთების სამუშაოებს გეგმავს. უწყების ცნობით, ამისთვის დროის აღნიშნულ პერიოდში სავალი ნაწილის დროებითი ორჯერ, შუალედურად 30-30 წუთის განმავლობაში ჩაკეტვა არის აუცილებელი.

ავტოტრანსპორტის მოძრაობის დაკეტვა განხორციელდება თანდართული დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად, საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.