25 მარტამდე საქართველოს სხვადასხვა რაიონში კვლავ ნალექი, ნისლი და ქარია მოსალოდნელი
22-23 მარტს დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექიანი და ნისლიანი ამინდი შენარჩუნდება, – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო იტყობინება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 23 მარტს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +8, +13 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +2, +7 გრადუსის ფარგლებში იქნება.
ამასთან, 24 მარტს დღის მეორე ნახევრიდან კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
თბილისში 22 მარტს ცივი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, 23 და 24 მარტს თოვლჭყაპი და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება.
25 მარტიდან დედაქალაქში უნალექო ამინდი იქნება, ტემპერატურაც თანდათან მოიმატებს.