21 სექტემბრის 21:00 საათიდან 22 სექტემბრის 09:00 საათამდე თბილისის მერიის ცხელი ხაზი არ იმუშავებს
21 სექტემბრის 21:00 საათიდან 22 სექტემბრის 09:00 საათამდე თბილისის მერიის ცხელი ხაზი არ იმუშავებს

21 სექტემბრის 21:00 საათიდან 22 სექტემბრის 09:00 საათამდე თბილისის მერიის მუნიციპალური ცხელი ხაზი არ იმუშავებს.

მერიის განცხადების თანახმად, ამის მიზეზი ტექნიკური სამუშაოებია.

„ტექნიკური სამუშაოების გამო, 21 სექტემბრის 21:00 საათიდან 22 სექტემბრის 09:00 საათამდე სრულად გაითიშება მერიის სასერვერო ინფრასტრუქტურა. აღნიშნულის შედეგად ვერ იმუშავებს მუნიციპალური ცხელი ხაზი.

ამ პერიოდის განმავლობაში მერიის დისტანციური მომსახურების სამსახურის თანამშრომლები პირადი ტელეფონებით კონტაქტზე იქნებიან მხოლოდ საპატრულო და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურებთან“, – აღნიშნულია განცხადებაში.

თბილისის მერია დისკომფორტისთვის მოქალაქეებს ბოდიშს უხდის.